|
2023-05-01 12:28:10, 713 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „უცნობის“ აქციაზე - არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე?
ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულებს, რასაკვირველია, შეუძლია დაესწროს პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქციებს არასამუშაო დროს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მომღერალი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით გამართულ გუშინდელ აქციას. კალაძის თქმით, აქციის მონაწილეები ითხოვდნენ მშვიდობას, რაც უალტერნატივოა. „ყველა ადამიანს შეუძლა მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე. თქვენ არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე? არ გინახავთ ისინი დროშით ხელში? გუშინდელ აქციაზე ადამიანები ითხოვდნენ მშვიდობას. ის, რომ ჩვენ დღეს სტაბილურად ვცხოვრობთ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სამშობლო და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია“,- განაცხადა კალაძემ. კახა კალაძემ აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყნაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. „აქციას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. მე ერთ რამეს ვიტყვი - ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება. მშვიდობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გადავხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრია შემოტევა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“,- დასძინა კალაძემ. ცნობისთვის, გუშინ, 30 აპრილს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია, სახელწოდებით "მოვდივარ" გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)