|
2023-05-01 10:56:44, 1081 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა
ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები, ამომრჩეველმა, 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე, პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, 2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა. ამასთან, ლოზუნგები იცვლებოდა, თუმცა მიზანი ერთი იყო - საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა, წყლის ამღვრევა და არადემოკრატიული გზით ძალაუფლების მოპოვება. "კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი. ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები, ამომრჩეველმა, 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე, პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა. 2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა - "თავისუფლება მიშას", "ბომბების ცეცხლი მირჩევნია", "საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს", "არა რუსულ კანონს", "მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი"... ლოზუნგები იცვლებოდა, თუმცა მიზანი ერთი იყო - საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა, წყლის ამღვრევა და არადემოკრატიული გზით ძალაუფლების მოპოვება. მართლაც, თითქოს კაგებეს სახელმძღვანელოდან ბეჯითად ამოკითხული პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობდნენ, ჯერ ხალხი საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოთ, ბოლოს კი, ხალხი საკუთარი ხელისუფლებისგან გაემიჯნათ. სწორედ ამ პროპაგანდას გასცა 29 აპრილს ხალხმა პასუხი, იმით, რომ კიდევ უფრო მეტნი მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან, კიდევ უფრო მეტმა დაუჭირა "ქართულ ოცნებას" მხარი და კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით განუახლა დემოკრატიული მანდატი "ქართულ ოცნებას" და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას. კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი! და ეს სათქმელი მკაფიოა: პოლიტიკოსებს, რომლებმაც "ეროვნული ინტერესი" საკუთარი პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოაგდეს, ქართულ პოლიტიკაში გასაქანი არასდროს ექნებათ",- წერს პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)