|
2023-04-30 15:49:11, 777 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, ვაცნობიერებთ ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობას
თავდაცვის ძალების დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება, განსაკუთრებული პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი; ადამიანებისადმი, რომლებიც სიმამაცით და ღირსეულად დგანან ჩვენი სამშობლოს და ხალხის დაცვის სადარაჯოზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართველი სამხედროები იცავენ ქვეყნისთვის ყველაზე ძვირფასს - დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მშვიდობას; აქვთ ნატო-სა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის მნიშვნელოვანი გამოცდილება და პარტნიორების მხარდამხარ, წვლილი შეაქვთ გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. „უკრაინაში რუსეთის აგრესიის, უკიდურესად რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად ვაცნობიერებთ ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობას. დღევანდელ დღეს ქართველი სამხედროები კარგად მომზადებულები, აღჭურვილები და ბრძოლისუნარიანები არიან. წლების განმავლობაში განვავითარეთ ნაყოფიერი თანამშრომლობა ნატოსთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი თავდაცვის ძალებს, ზრდის მათ პროფესიონალიზმსა და თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს თავდაცვის კოდექსის განხილვა, რომლის მიზანს ქვეყნის თავდაცვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესება და შესაძლებლობების ამაღლება წარმოადგენს. „ახალი კოდექსით, გაიზრდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის და ნატო-სთან თავსებადობის ხარისხი; ამაღლდება თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობა; მოხდება ტოტალური თავდაცვის სისტემის სრულფასოვანი დანერგვა; გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის მედეგობა; უზრუნველყოფილი იქნება თავდაცვის ძალების რაოდენობრივი, ხარისხობრივი და ინსტიტუციური მდგრადობის მაღალი ხარისხი; განხორციელდება სავალდებულო გაწვევის სისტემის ძირეული რეფორმა; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ჩვენი სამხედროების და მათი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)