01:30 - 12 Jun, 2026
|
2023-04-30 15:28:49, 1594 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩეხეთის პრეზიდენტი - რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის
რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის, - აღნიშნული წარწერა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა სამხედრო აღჭურვილობაზე გააკეთა. ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნულის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მედიის ცნობით, პეტრ პაველმა წარწერა იმ სამხედრო აღჭურვილობაზე დატოვა, რომლითაც უკრაინა მომავალ კონტრშეტევაში მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, ჩეხეთის პრეზიდენტი კიევში სლოვაკ კოლეგასთან, ზუზანა ჩაპუტოვასთან ერთად 28 აპრილს ჩავიდა. პრეზიდენტები ბუჩას რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში, ნემეშაევოში მატარებლით ჩავიდნენ, სადაც მათ უკრაინაში ჩეხეთის ამჟამინდელი და ყოფილი ელჩები დახვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)