02:34 - 12 Jun, 2026
|
2023-04-29 15:43:25, 1575 ნახვა
ომი უკრაინაში
უმანში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, 23 დაღუპულს შორის, 5 ბავშვია
ჩერკასის რაიონში, უმანში, მაღალსართულიან შენობაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 23 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი - ორი ბიჭი (წლინახევრისა და 16 წლის) და სამი გოგო (8,11 და 14 წლის). ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები გრძელდება, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შტაბი მუშაობს. შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 28 აპრილს, დილით, რუსეთის რეჟიმმა უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მტრის ერთ-ერთი რაკეტა უმანში მაღალსართულიან შენობას მოხვდა. 15:00 საათისთვის ცნობილი იყო 17 მსხვერპლი, მათ შორის სამი ბავშვი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)