21:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-29 14:35:20, 1439 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი - რუსეთის პასუხი კონტრშეტევაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალური განადგურება და კიევის საბოლოოდ დამხობა იქნება

პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ასეთი: ნაცისტური რეჟიმის მიერ გამოყენებული პერსონალის და სამხედრო ტექნიკის მასობრივი განადგურება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პასუხი უკრაინის კონტრშეტევაზე მათი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური განადგურება და კიევის საბოლოოდ დამხობა იქნება

"პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ასეთი: ნაცისტური რეჟიმის მიერ გამოყენებული პერსონალის და სამხედრო ტექნიკის მასობრივი განადგურება კონტრშეტევის დროს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე მაქსიმალური სამხედრო მარცხის მიყენებით. სრული დამარცხება და ნაცისტური რეჟიმის საბოლოო დამხობა კიევში მისი სრული დემილიტარიზაციით ყოფილი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. შურისძიება ნაცისტური რეჟიმის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ, განურჩევლად მათი მდებარეობისა და ხანდაზმულობისა. თორემ არ დამშვიდდებიან, ნარკომანის სისულელე შეიძლება რეალობად იქცეს და ომი დიდხანს გაგრძელდეს. ეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება", - წერს მედვედევი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics