|
2023-04-28 19:57:43, 1086 ნახვა
პოლიტიკა
კოლონა - დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლებამ და სამოქალაქო სექტორმა ერთად უნდა იმუშაოს
საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული, მომთხოვნი ორგანიზაციები, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ ერთად, მათ შორის მოუსმინონ კრიტიკასაც, რათა საქმე უკეთესობისკენ წავიდეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. “საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული, მომთხოვნი ორგანიზაციები და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიზიარებთ საფრანგეთი და საქართველო და თუ შემიძლია რომ რეკომენდაცია გავაკეთო, ის არის, რომ უნდა იმუშაოთ ერთად, მოუსმინოთ ერთმანეთს, კრიტიკაც მოვისმინოთ ერთმანეთის იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური მუშაობა არის საჭირო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ეს არის ყოველთვის პლიუსი. მე მოვედი, რომ გადმოგცეთ მხარდაჭერის მესიჯი უპირველეს ყოვლის საქართველოს”, - განაცხადა კოლონამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)