|
2023-04-28 17:29:47, 1038 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - „რუსული ოცნების“ ოპოზიცია არის ჩვენი მოსახლეობის 89%, ვისაც სურს საქართველოში და EU-ში ცხოვრება
მუდმივად გვესმის, რომ ოპოზიცია დაქსაქსული და სუსტია, „რუსული ოცნება“ კი მონოლითური და ძლიერი და ამის გამო, არ დამარცხდება. ვინც ასე ფიქრობს, ან „რუსული ოცნების“ წევრია ან პოლიტიკური იდიოტი. პასუხი ამ ნარატივზე დევს მთავარ კითხვაში - ვინ არის ოპოზიცია?! „რუსული ოცნების“ ოპოზიცია არის ჩვენი მოსახლეობის 89 %, ვისაც სურს საქართველოში და ამავდროულად, ევროკავშირში ცხოვრება, - ამის შესახებ "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, "მოღალატე რუსული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ქვეყანა "ნაცისტურ რუსეთს მიაწებოს". "ამ მოცემულობაზე აღარავინ დავობს და მაინც, პირადად ჩემთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც საწყენი იყო, როცა მოღალატე „რუსულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას და ამით პირდაპირ მხარი დაუჭირა რუსეთს, რომლის აგენტები და ინტერესების გამტარებლები არიან! პრაქტიკულად, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია, მოღალატე „ოცნება“ არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ საერთოდ ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს. ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესია, ჩამოვაშოროთ „ოცნება“ და მისი ლიდერშიპი ზოგადად საქართველოს, რასაც ძალიან მალე ვიხილავთ!" - აცხადებს ოქრიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)