|
2023-04-28 17:24:24, 1252 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ყურაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - ქართული სიმართლე ყოველდღიურად მტკიცდება
ქართული სიმართლე ყოველდღიურად მტკიცდება, - ასე ეხმაურება გენერალი მამუკა ყურაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ყურაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პირველი მსხვერპლი საქართველო იყო, მეორე კი უკრაინაა. "სამწუხაროდ, ძალიან დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს. ქართული სიმართლე ყოველდღიურად მტკიცდება. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ, ჰააგის გადაწყვეტილებამ ეს დაამტკიცა. რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნო ფაქტია იმასთან მიმართებაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დამნაშავე მხარე გამოიკვეთა, ტერორისტი მხარე, რომელსაც არანაირი ფასეულობები არ აქვს. მინიმალური შეფასება - კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ პირველი მსხვერპლი იყო საქართველო ამ ყველაფრის და უკრაინა არის ამის გაგრძელება", - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას. შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის 129 827 500 ევროს გადახდა დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)