|
2023-04-28 17:14:09, 1218 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ანექსია განახორციელა
სტრასბურგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ პუტინის რუსეთმა 2008 წელს განახორციელა საქართველოს ანექსია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ "მთელი პროპაგანდა ჩაუვარდა, რაც აგორებული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო". „ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრიმინალური მთავრობა უკვე წლებია, ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს, რომ ისინი კრემლიდან იღებენ დავალებას და ყველა ის პროპაგანდა, რაც ჰქონდათ ნაწარმოები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ჩვენი საქართველოს, ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი გმირი ბიჭების წინააღმდეგ, არის ჩამოშლილი და ჰააგის შემდეგ ეს უკვე დაადასტურა სტრასბურგმა. დიახ, ქართველმა ხალხმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, სახელმწიფომ, გმირმა ბიჭებმა გიმარჯვეს და გავიმარჯვეთ ყველამ ერთად. ამიტომ, მნიშვნელოვანია საბოლოო გამარჯვებამდე ქართველი ხალხი დადგეს ერთად და რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრემლიდან მართული ხელისუფლება გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ [II სარჩელი] - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, რუსეთი გაამტყუნა და საქართველოსთვის 129 827 500 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)