2023-04-28 15:19:04, 1475 ნახვა
ომი უკრაინაში
უმანში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
უკრაინაში, ჩერკასის რაიონის ქალაქ უმანში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა 18 ადამიანი, მათგან 11 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 17 ადამიანი კი, მათ შორის 3 ბავშვი, მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.
ცნობისთვის, რუსებმა უმანში საცხოვრებელი კორპუსი გამთენიისას დაბომბეს.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმა მოხდა ქალაქ დნიპროზეც, რომლის დაბომბვასაც ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.



ავტორი: ექსპრესნიუსი,