15:13 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 14:48:21, 1177 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს

საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა და "არა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირები და მოურავები".

"ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” ყოფილი თანამშრომელი,  თანამდებობის პირი - პირადი ბანკირი; გრიგოლ ლილუაშვილი სუსი - ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი, თანამდებობის პირი; ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკში” პლასტიკური ბარათების დამზადების დეპარტამენტი - თანამშრომელი; ზურაბ აზარაშვილი - ჯანდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი. პლასტიკური ბარათების დამზადების დეპარტამენტი - თანამშრომელი; ვახტანგ გომელაური - შსს მინისტრი, ივანიშვილის დაცვის წევრი; ანზორ ჩუბინიძე- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ივანიშვილის დაცვის უფროსი; ირაკლი ქარსელაძე - ინფრასტრუქტურის მინისტრი, ივანიშვილის კომპანია "ბლექსი რივერას" დირექტორი.

ოლიგარქიული მმართველობის მტკიცებულებები და ასეთი მმართველობის კლასიკური გამოვლინება. "დეოლიგარქიზაცია" ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა და არა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირები და მოურავები... ამაზე უკეთ, შეუძლებელია ავხსნათ ოლიგარქიული მმართველობა. აი, ეს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები, უტყუარი მტკიცებულებაა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის. ამის დაშლას, მოშლას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო. საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს", - წერს ხაბეიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics