17:47 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 14:19:48, 827 ნახვა

საზოგადოება
მერია - უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

ვაკის რაიონში, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 28 აპრილის 16:00 საათიდან 26 აგვისტოს 00:00 საათამდე ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადაადგილების შეზღუდვა უჩანეიშვილის ქ. N8-დან უჩანეიშვილის I გასასვლელამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

„ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს უჩანეიშვილის II გასასვლელის, მალხაზ დოლიძის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის გამოყენებით.

შეზღუდვის პერიოდში N450 მიკროავტობუსი წყნეთის გზატკეცილიდან უჩანეიშვილის ქუჩას დაუკავშირდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩით და შემდეგ გზას არსებული სქემის მიხედვით გააგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics