|
2023-04-28 09:58:08, 1132 ნახვა
პოლიტიკა
მიტჩელი - CPAC-ზე გამოსვლით ღარიბაშვილი ფაშისტებისა და ფანატიკოსების აპოლოგეტებს უერთდება
ამერიკელი ანალიტიკოსი, წარსულში „ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის საკითხს ეხმაურება. მიტჩელის თქმით, CPAC-ზე გამოსვლით ღარიბაშვილი ფაშისტებისა და ფანატიკოსების აპოლოგეტებს უერთდება. „თუ Twitter-ზე შეგხვდებოდათ მიმი „მითხარი, რომ ხარ ფაშისტი ისე, რომ არ მითხრა, რომ ფაშისტი ხარ“, შეგიძლია თქვა: „მე გამოვდივარ CPAC-ზე უნგრეთში“. ამას მივყავართ საქართველოს პრემიერ-მინისტრამდე. ან პრემიერ-მინისტრის უახლოეს გარემოცვაში რომ იყო და ფიქრობდე - როგორ გავუგზავნოთ ბაიდენის ადმინისტრაციას, დემოკრატებს დასავლეთში გზავნილი, რომ ჩვენ მართლა ისეთი ცუდები ვართ, როგორსაც მათ ეუბნებიან, რომ ვართ… არჩევანი შეიძლება იყოს ზუსტად ეს - CPAC-ზე სიტყვით გამოსვლა, ჩვენს ბედს დავუკავშირებთ ყველაზე მახინჯ, ყველაზე ავტორიტარულ, ყველაზე ფაშისტურ, ყველაზე პრორუსულ მოძრაობებს დასავლეთში. CPAC-ზე გამოსვლა იქნებოდა ასეთი გზავნილი. ზუსტად ამას აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი”,- განაცხადა მიტჩელმა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას. მისივე თქმით, ეს ძალიან ცუდი დღეა საქართველოსთვის და განსაკუთრებით სულელური და მავნე გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მხრიდან. „ეს ძალიან ცუდი დღეა საქართველოსთვის და განსაკუთრებით სულელური და მავნე გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მხრიდან. შეუძლებელია არ იცოდე, სად დგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ის დგას ფაშისტების გვერდით, ფანატიკოსების გვერდით, დგას იმ ადამიანების გვერდით, რომელთაც სურთ იაფფასიანი, მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებელი მიიღონ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე თავდასხმით; ლგბტ-ი ადამიანების უფლებების უარყოფით; რელიგიურ და ექსტრემისტულ ფანატიკოსებთან და მათთან ერთად ყოფნით, ვინც ამბობენ, რომ შეიძლება პუტინი არც ისე ცუდი ტიპია“,- დასძინა მიტჩელმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 მაისს, უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს. მთავრობის მეთაური ღონისძიების სპკერების ჩამონათვალშია მოხსენიებული. CPAC-უნგრეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ძლიერები ვართ“. აღსანიშნავია, რომ წინა ღონისძიება ორიენტირებული „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)