|
2023-04-27 22:17:09, 1140 ნახვა
პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - საქართველოში ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის ბრძოლა მიმდინარეობს
ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიდა ბრძოლა მიმდინარეობს ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო მიდის ავტოკრატიისკენ, აქედან გამომდინარე ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება 2024 წლის არჩევნები. "ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიდა ბრძოლა მიმდინარეობს ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო. ნათელია, რომ საქართველოს ხალხს სურს, იყუროს დასავლეთისკენ, ევროპისკენ, მათ უნდათ დემოკრატია. სენატორი რიში და მე იქ ვიყავით 2012 წელს არჩევნებზე დასაკვირვებლად, როცა ქართულმა ოცნებამ მმართველობა გადაიბარა. რაც ახლა ვიხილეთ, ისაა, რომ საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო მიდის ავტოკრატიისკენ, ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება 2024 წლის არჩევნები. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი როლი, რომ მხარი დავუჭიროთ ამ არჩევნებს და იმედია, მხარს დავუჭერთ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას", - განაცხადა სენატორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)