|
2023-04-27 14:35:52, 1225 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი ღარიბაშვილის უნგრეთში კონფერენციაზე გამოსვლის გამო, ევროპელ სოციალ-დემოკრატებს მიმართავს
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიმართავს ევროპელ სოციალ დემოკრატების პარტიას, სადაც კითხულობს რამდენად სწორი ალიანსია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სპიკერებს შორის გამოსვლა. "თქვენი პარტნიორი "ქართული ოცნების" პარტია აწარმოებს კამპანიას ულტრამემარჯვენე სტივ ბანონ კემპთან და სხვებთან ერთად უნგრეთში. დარწმუნებული ხართ, რომ ეს არის სწორი ალიანსი "პროგრესული" პარტიისთვის?" - წერს თავის "ტვიტერზე" კრამონი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 მაისს, უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს. მთავრობის მეთაური ღონისძიების სპკერების ჩამონათვალშია მოხსენიებული. CPAC-უნგრეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ძლიერები ვართ“. ევროპის სოციალისტური პარტია ევროკავშირის პარლამენტში წარმოდგენილია სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის სახით (S&D). ევროპის სოციალ-დემოკრატიული, სოციალისტური და ლეიბორისტული პარტიები და ორგანიზაციები ერთიანდებიან საერთაშორისო ქსელ “პროგრესულ ალიანსში”, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით 130-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ალიანსის წევრია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)