18:47 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 14:11:25, 835 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, ღვინის  ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations" და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები.

"გერმანელი ღვინის პროფესიონალები ქართლსა და კახეთში ღვინის მარნებს ეწვივნენ და როგორც ქართული ტრადიციული, ასევე კლასიკური მეთოდით დამზადებული სხვადასხვა სტილის ღვინო დააგემოვნეს. სტუმრები ქართული ღვინის რვაათასწლიან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე ქართულ სამზარეულოს გაეცნენ.

ტურის ფარგლებში, თბილისში მოეწყო B2B შეხვედრები, სადაც შეფასებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, ღვინის პროფესიონალებს საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა ათმა კომპანიამ წარუდგინა.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations" ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიური ღონისძიებებით  გრძელდება",- ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics