|
2023-04-27 12:47:44, 951 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა [ვიდეო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას და აქვე ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით კავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. "საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მალგოჟატა კოსიურა-კაზიმერსკა, მინისტრის აპარატის უფროსი ელჟბეტა ბოხენსკა, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი ესწრებოდნენ", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)