|
2023-04-27 11:41:08, 936 ნახვა
პოლიტიკა
„EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ვისაუბრეთ“ - დარჩიაშვილი პოლონელ კოლეგას შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდა. დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრაზე აქცენტები საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ამ მიმართულებით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე გაკეთდა. "საუბრისას ჩვენ აქცენტები გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა საკითხიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ვისაუბრეთ, როგორ მოვახდინოთ მეტად ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა და მობილიზება ამ მიმართულებით. ბატონ მინისტრთან მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა, რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის მიმართულებით, თუ რა რეფორმები გატარდა, ძირითადი ნაწილი ვიცით რომ შესრულებულია და ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ეს პრიორიტეტები დავხუროთ, შევასრულოთ ვალდებულებები და საქართველომ წლის ბოლოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანია",- განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საქართველოს გუშინ, 26 აპრილს ეწვია და მისი ვიზიტი 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, ზბიგნევ რაუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)