|
2023-04-27 09:26:53, 1476 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს
რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ რადიაციული კატასტროფის საფრთხე უკვე წელიწადზე მეტია, ყოველ დღე და ყოველ წუთს ჩნდება. "დღეს მე ველაპარაკე IAEA-ს დირექტორ გროსის. ჩერნობილის კატასტროფის წლისთავი არის ზუსტად ის დღე, რათა შევახსენოთ ყველას მსოფლიოში, რამდენად მყიფეა ჩვენი უსაფრთხოება და მით უმეტეს, როცა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ რადიაციული კატასტროფის საფრთხე უკვე წელიწადზე მეტია, ყოველ დღე და ყოველ წუთს ჩნდება. მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს ZNPP-ზე შეუძლია აღადგინოს სრული უსაფრთხოება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის. რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია. მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება",- განანცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური რუსული ძალების მიერ გასული წლის მარტიდანაა ოკუპირებული და ახლა მას რუსული ატომური სააგენტო ROSATOM-ი მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)