03:53 - 12 Jun, 2026
|
2023-04-27 00:16:46, 1489 ნახვა
ომი უკრაინაში
ხერსონის დაბომბვისას უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა
უკრაინელი ჟურნალისტი ბოგდან ბიტიკი, რომელიც თან ახლდა იტალიური La Repubblica-ს კორესპონდენტს კორადო ზუნინოს, დაიღუპა ხერსონის მახლობლად დნეპერზე ანტონოვსკის ხიდთან დაბომბვის დროს, ნათქვამია გაზეთის განცხადებაში. გაზეთის ცნობით, კორადო და ბიტიკი ხერსონის გარეუბანში რუსი სნაიპერების ჩასაფრების მსხვერპლი გახდნენ. „ჩვენ გავიარეთ სამი საგუშაგო, ბოგდანი ესაუბრა უკრაინელ სამხედროებს და მათ უპრობლემოდ გაგვიშვეს. ეს არ იყო ომის ზონა. შემდეგ დაგვხვდნენ, მე გავიგონე ჩურჩული და დავინახე ბოგდანი მიწაზე, ის არ განძრეულა, ”- თქვა კორადომ. დაბომბვის დროს ის მხარში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილ ბიტიკს ცოლ-შვილი დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)