|
2023-04-26 22:42:58, 1521 ნახვა
ომი უკრაინაში
თეთრი სახლი - გასარკვევია, მოჰყვება თუ არა ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის საუბარს რაიმე მნიშვნელოვანი სამშვიდობო გეგმა
გასარკვევია, მოჰყვება თუ არა ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის საუბარს რაიმე მნიშვნელოვანი სამშვიდობო გეგმა, - ამის გამოეხმაურა თეთრი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლომიდირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის სატელეფონო საუბარს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბმა განაცხადა, რომ აშშ-ს დიდი ხანია სურს ომის დასრულება და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინიდან ჯარს გაიყვანს ომი დაუყოვნებლივ დასრულდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით მათგან ამის ინიციატივა არ იკვეთება. „ეს ძალიან კარგია, მაგრამ მიგვიყვანს თუ არა ეს მშვიდობისკენ რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯამდე, გეგმამდე ან წინადადებამდე, ჯერ არ ვიცით. ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, რომ გვინდა ამ ომის დასრულება და იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გავა უკრაინიდან, ის შეიძლება, დაუყოვნებლივ დასრულდეს. მაგრამ ახლა ეს ასე არ ჩანს“, - განაცხადა ჯონ კირბმა. შეგახსენებთ, დღეს, 26 აპრილს უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეონო საუბარი შედგა. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ ლიდერებს შორის ეს პირველი სატელეფონო საუბარი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)