21:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 16:29:24, 812 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ლაჩინის დერეფანში საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობასთან დაკავშირებით, სომხეთმა ჰააგის სასამართლოს მიმართა

ლაჩინის დერეფანში საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობასთან დაკავშირებით, სომხეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამშვები პუნქტი ლაჩინის დერეფანში 23 აპრილს მოეწყო.

„აზერბაიჯანის ეს ქმედებები არის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წინა გადაწყვეტილების აშკარა დარღვევა, რომელიც ავალდებულებს აზერბაიჯანს, უზრუნველყოს შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფანში“, - განაცხადა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის წარმომადგენელმა, ჰამსიკ სამველიანმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას აზერბაიჯანმა გზაზე საგუშაგო დააწესა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არსებითი იყო იმის გამო, რომ სომხეთის მიერ იარაღის ტრანსპორტირების მარშრუტი გამოიყენა.

აღნიშნულმა ნაბიჯმა რუსეთის მხრიდან შეშფოთება გამოიწვია, რომელიც ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 2020 წელს შუამავლობდა.

აზერბაიჯანი „ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ორივე მიმართულებით მოძრავი პირების, მანქანებისა და ტვირთების უსაფრთხოების გარანტიას“ 2020 წელს დათანხმდა, ამასთან, სომხეთის მხარე აცხადებს, ამბობს, რომ გზის დასაწყისში საგუშაგოს დაყენება ამ ვალდებულებებს არღვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics