|
2023-04-26 14:51:44, 961 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - „თვის ტროლის“ ჯილდო გადაეცემათ ქართველ „ტროლებს“ - მათ რუს „ტროლებსაც“ კი აჯობეს
მომილოცავს, "თვის ტროლის" ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ "ტროლებს" - მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. კრამონმა სოციალურ ქსელში სპეციალური ვიდეო გაავრცელა და აღნიშნა, რომ "ფეიკები", ძირითადად, მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ ვრცელდებოდა. "მომილოცავს, "თვის ტროლის" ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ "ტროლებს" - მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის გერინგის რუსულ თარგმანს აიღებს. გერინგი და გიორინგი კირილიცათი ერთნაირად იწერება. ლათინურ დამწერლობაში კი, ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო ისევე, როგორც, საბედნიეროდ, არც მე მაკავშირებს რამე ნაცისტ პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე - ჰერმან გიორინგთან. მეორე "ფეიკი" კიდევ უფრო აბსურდული და უხერხული იყო. ნასვამი ქალი (ბრიტანულ) ქორწილში. სიამოვნებით წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთო. ეს კლასიკური "დიიფ ფეიკ" ვიდეო იყო. საინტერესო გარემოებაა, რომ ეს "ფეიკები", ძირითადად, მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული. საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა, შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად. მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ დამოუკიდებელი "ფაქტ ჩექერები", ამ კონკრეტულ შემთხვევაში Myth Detector-ი, რომელმაც ეს სისულელე გამოააშკარავა. მადლობა მათ და მომავალშიც მზად ვარ ვითანამშრომლო“, - აცხადებს კრამონი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)