|
2023-04-25 21:13:03, 974 ნახვა
პოლიტიკა
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - დე ფაქტო მთავრობები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს
მინისტრთა კომიტეტმა ძალიან ბევრჯერ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სორდის კოლბრუნ გილვადოთირმა განაცხადა. მისივე თქმით, მინისტრთა კომიტეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო მთავრობების მხრიდან მიღებული ზომები არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „მულტილატერალიზმის გამოწვევა არის ის, რომ მოითხოვს დროს და პატარა ნაბიჯებია, რომლებიც გასაგებია. ასევე, გასაგებია, რომ რაღაც მომენტში ადამიანები ამის გამო კარგავენ მულტილატერალიზმის მიმართ რწმენას. მინისტრთა კომიტეტმა ძალიან ბევრჯერ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მინისტრების მოადგილეებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ დე ფაქტო მთავრობების, რომელთაც მხარს უჭერს რუსეთი, მიერ მიღებული ზომები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოუწოდებენ დე ფაქტო ხელისუფლებას, შეჩერდნენ და შემოაბრუნონ ეს პროცესი, რადგან, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველო არის ერთადერთი სუვერენული ქვეყანა, რომელსაც ეკუთვნის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ან სამხრეთ ოსეთი. ევროპის საბჭო გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს“, – განაცხადა სორდის კოლბრუნ გილვადოთირმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)