|
2023-04-25 18:14:03, 1043 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მიზნად ვისახავთ, რომ NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გავაღრმაოთ
მიზნად ვისახავთ, რომ გავაღრმაოთ NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, ყველა განზომილებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენსტ სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე, რომელიც სწრაფად დაინერგება პრაქტიკაში, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველო კანდიდატის სტატუსს ნამდვილად იმსახურებს. "აქტიურად ვმუშაობთ ამჟამადაც ე.წ. 12 პრიორიტეტის, 12 პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც საკმაოდ სწრაფად დაინერგება პრაქტიკაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მე, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა იმის პრივილეგია 2015 წელს მეხელმძღვანელა NATO-საქართველოს დაძმობილების პროექტისათვის და მის ფარგლებში გახსნილი ცენტრისთვის, რომელიც ოპერირებს 2015 წლიდან ძალიან პროდუქტიულად, შესაბამისად, ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ გავაღრმაოთ NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, ყველა განზომილებაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)