17:11 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 16:39:10, 770 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან - ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას

საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან. ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას. საქართველო მუშაობს 12 რეკომენდაციის დასრულებაზე და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს. საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე.

ცნობისთვის, გუშინ, 24 აპრილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზუგდიდის მცხოვრებმა მეზობელს თოფიდან ესროლა და თავი მოიკლა
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics