20:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 13:13:26, 703 ნახვა

საზოგადოება
IRI - გამოკითხულთა 91%-ს ილია მეორე, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი მოსწონს

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, 52%-ს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახი კალაძე, 48%-ს  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსწონს.

მეოთხე ადგილს 43%-ით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს.

IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics