|
2023-04-25 12:23:01, 1857 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - აპრილში რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად შემცირდა
ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, აპრილში, წინა თვეებთან შედარებით, რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად შემცირდა. დაზვერვის ინფორმაციით, დანაკარგის შემცირება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდაცვაზე გადასვლამ გამოიწვია. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მიმდინარე წლის აპრილში, რუსების ყოველდღიური დანაკარგები, დაახლოებით, 30%-ით შემცირდა - განსაკუთრებულად მძიმე მსხვერპლი კი, იანვარ-მარტში დაფიქსირდა. ბრიტანული დაზვერვა დასკვნას უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს და წერს, რომ მარტში რუსების საშუალო დღიური დანაკარგი 776 სამხედრო პერსონალს წარმოადგენდა, აპრილში კი ეს რიცხვი 568-მდე შემცირდა. „დაზვერვა ვერ ამოწმებს უკრაინის მიერ გამოყენებულ კონკრეტულ მეთოდოლოგიას, მაგრამ ზოგადი ტენდენცია, სავარაუდოდ, ზუსტია", - ნათქვამია მიმოხილვაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)