20:24 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 23:47:16, 1015 ნახვა

საზოგადოება
ივანე ჩხაიძე - ქვეყანა ნამდვილად არ ამბობს უარს „ვოსორიტიდის“ შესყიდვაზე

ქვეყანა ნამდვილად არ ამბობს უარს „ვოსორიტიდის“ შესყიდვაზე, - აცხადებს პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე, რასაც, მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის, ჯანდაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის განცხადებები ადასტურებს. 

როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, ქვეყანას დაწყებული აქვს პრეპარატის შემოტანისათვის მზადება, მუშაობა მიმდინარეობს ეროვნული პროტოკოლის შექმნაზე და იმ ტექნიკურ ნიუანსებზე, რომელიც აუცილებელია ასეთი მედიკამენტის დანერგვისთვის. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შემოვიდეს პრეპარატი, რომელიც იქნება ეფექტური და უსაფრთხო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მთავარია, ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ ის მედიკამენტი, რომელიც იქნება შედეგის მომცემი და არ გაართულებს მათ მდგომარეობას, გვერდითი ეფექტები არ იქნება იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე მათი ახლანდელი სტატუსი. სწორედ ამაზეა ახლა საუბარი. დასახელებული დრო, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეს არის პერიოდი, რომელიც მეტი მონაცემისა და ინფორმაციის მიღებას სჭირდება. მაგრამ ის, რომ სახელმწიფო მზადაა, დააფინანსოს ბავშვების მკურნალობა, თუ პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ იქნება ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics