00:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 22:59:35, 1375 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ უნდა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში

ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ უნდა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოსა და ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა აგრესორს თავის ადგილს მიუჩენს, ეს იქნება სწორი მაგალითი ყველა სხვა აგრესორისთვის, თუ როგორ არ უნდა აწარმოონ ომი გონივრული მსოფლიოს წინააღმდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების ყველაზე მთავარ რეფორმას დღეს უკრაინა ატარებს.

ჩვენ თუ აგრესორს თავის ადგილს მივუჩენთ – თავის ტერიტორიაზე, მაშინ ვფიქრობ, ეს იქნება სწორი მაგალითი ყველა სხვა აგრესორისთვის, როგორ არ დაიწყონ მსოფლიოში ნებისმიერი აგრესია, რომელიც საშიშია არა მხოლოდ იმ სახელმწიფოსთვის, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აგრესია, არამედ მთელი გონიერი მსოფლიოსთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ უკრაინამ დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიოს, ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, სადაც იქნება გათვალისწინებული ჩვენი აზრი, რადგან ჩვენ ბევრი გავაკეთეთ, კიბერუსაფრთხოებაშიც, გაციფრულებაში. ვფიქრობ, ჩვენი ცოდნა ძალიან ღირებულია ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვაშიც და უსაფრთხოებაშიც. საჭიროა ამ ცოდნის სხვა სახელმწიფოებთან გაზიარება. უკრაინის გარეშე ახლა შეუძლებელი იქნება ევროკავშირში, ნატოში. სად არის ჩვენი ადგილი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში? ნამდვილად პარტერში“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics