2023-04-24 17:41:24, 1410 ნახვა
ომი უკრაინაში
ლიეტუვის პრეზიდენტი - უკრაინის ნატო-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრაციისთვის, კონკრეტული მექანიზმების პოვნა გვჭირდება
გვჭირდება, ვიპოვოთ კონკრეტული მექანიზმები ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ალიანსს გააძლიერებს, რადგან უკრაინას ეყოლება არმია, რომელსაც სხვა ევროპული ქვეყნის არმიებთან შედარებით, ყველაზე მდიდარი გამოცდილება ექნება.
„ნატო-ს ღია კარის შესახებ გადაღეჭილი ფრაზების გამეორების ნაცვლად, გვჭირდება, ვიპოვოთ კონკრეტული მექანიზმები ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,