|
2023-04-24 15:51:17, 855 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - წელს, მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების ბუმი იქნება
იცით რომ უკვე წარმატებით დასრულდა, კულტურის სამინისტრო მუშაობს ამ თემაზე, ასევე ადმინისტრაციაც - „ბლექ სი არენა" - ს მენეჯმენტმა, ძალიან კარგად იმუშავა, მათ კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს და წელს ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების, მათი კონცერტები გაიმართება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ელის როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემოსავლებს. „აქვე მინდა განმარტების სახით გითხრათ, საუბარი იყო, რომ თითქოს 70 მილიონი ლარი იხარჯება ამ კონცერტებში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენ შემოსავლებს ველოდებით, როგორც პირდაპირს ასევე არაპირდაპირს, შეიძლება იყოს მინიმუმ 100 მილიონ ლარზე საუბარი, ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ზოგადად პრესტიჟი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშნელოვანია, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ძალიან კარგი სხვა სიახლეებიც ექნებათ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მსმენელებს და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული სეზონი. ტურიზმში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი, ჩვენ შარშან საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა 5 მილიონზე მეტი ვიზიტორი იყო. ასე რომ ამ მიმართულებით გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)