|
2023-04-24 14:25:25, 844 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებზე - ნუ გამოაყენებინებენ თავს პოლიტიკოსებს
დედებს ვთხოვ, ნუ გამოაყენებინებენ თავს პოლიტიკოსებს, ნუ მიიღებენ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით, ცდილობენ უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია. "სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ ვნებათა ღელვას, რომელიც შექმნილია აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მისმა მოადგილემ, ძალიან ავტორიტარულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ყველამ გააკეთეს მე ვფიქრობ ამომწურავი კომენტარი, მათ განმარტება მისცეს როგორც ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების ოჯახებს, მშობლებს, მინისტრი შეხვდა თავად, მისი მოადგილეც, არაერთი საუბარი შედგა მათთან, საჯაროდაც გაკეთდა რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელი კომენტარი, ჯერ კიდევ რჩება კითხვები და სამწუხაროდ, თქვენ ნახეთ, რომ ხდება გაუგონარი რამ. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია. მე ამ აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო, მათ გვერდით დგას და რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. მაგრამ მე მინდა მათ ვთხოვო, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას, ნებსით თუ უნებლიეთ",- განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე თვეა მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს". ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მეექვსე დღეა მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ცდილობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)