|
2023-04-24 13:44:20, 879 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - დაბოღმილები არიან - როდესაც მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, ათას სისულელეს იგონებენ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაწყებულიყო, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. როგორც დედაქალაქის მერმა დღეს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პროექტი 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს, მოგვიანებით დაწყების შემთხვევაში კი, პროექტი მოგვიანებით დასრულდებოდა. „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, აბსურდი და სისულელე. კარგი, ვთქვათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ ზაფხულში, პროექტის დასრულება ხომ გადაიწევდა შემდეგ თვეებში - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი იანვარი, თებერვალი... დღეს ვამბობთ, რომ პროექტი სრულდება იანვარში. მოგვიანებით რომ დაგვეწყო, ცხადია, მოგვიანებით დასრულდებოდა. მაშინ რას ვეუბნებოდით მოსახლეობას, სექტემბერში არ იქნებოდნენ დაბრუნებული საზაფხულო შვებულებებიდან? ასე რომ, ეს პოლიტიკური სპეკულაცია. ისე არიან დაბოღმილები, რომ არ იციან, რა თქვან. როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, ათას სისულელეს იგონებენ. როგორ არ უნდა გესიამოვნოს ადამიანს, როდესაც ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს? კომუნისტების შემდეგ აქ სამუშაოები აღარავის უწარმოებია, იცვლებოდა მხოლოდ გზის საფარი და მეტი არაფერი. რა არის ამაში ცუდი, რომ კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს, ქუჩის ახალი დიზაინი გვექნება, როგორიც არის ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირები. ჩვენს ქალაქს სჭირდება განახლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)