|
2023-04-24 13:31:43, 670 ნახვა
პოლიტიკა
ლანდსბერგისი - ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ უნდა ითამაშონ
ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ უნდა ითამაშონ,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. მისი თქმით, ლიეტუვა საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირებისკენ მიმავალი გზის მიმართ ერთგული რჩება. "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შანსი, წარმოადგინოს რეფორმები. ვფიქრობ, მას ბევრ შეკითხვას დაუსვამენ. აქამდე არ გვინახავს ისეთი რამ, რაც ჩვენს ოპტიმიზმს წინ წაწევდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირებისკენ მიმავალი გზის მიმართ და როგორც უკვე ვთქვი, ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ უნდა ითამაშონ",- განაცხადა ლანდსბერგისმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთანაც გამართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)