|
2023-04-24 13:10:41, 810 ნახვა
პოლიტიკა
კირთაძე - ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან ამოიღო 4 ადამიანი - ენმ-ი ასეთ თავმჯდომარეს არ იმსახურებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ განაცხადა, ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს სიიდან ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები 4 პირი - ლევან გორგილაძე, ელიზა ეფაძე, როინ დვალი და შორენა აბაშიძე ამოიღო. "ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით და ჰქონდეს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, მუშაობდეს აქტიურად ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე, პასუხობდეს სხვა გამოწვევებს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, წამლებს არ ყიდულობს "რუსული ოცნება" ჩვენი გადახდილი ფულით ბავშვებისთვის, ევროპასთან კიდევ უფრო მეტი დაშორება გვაქვს და საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, ამ დროს იცლის იმისთვის, რომ ცვლის ბათუმელების ნებას. ლევან ხაბეიშვილს ამისთვის მარტივი ხელმოწერა დასჭირდა და სიიდან ამოიღო 4 ადამიანი. მე მიმაჩნია, რომ წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და "ნაციონალური მოძრაობა" არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)