2023-04-23 10:29:24, 1509 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა დაახლოებით 186 420 სამხედრო დაკარგა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 23 აპრილამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი - დაახლოებით 186 420;
- ტანკი - 3 675;
- ჯავშანტექნიკა - 7 131;
- საარტილერიო სისტემა - 2 837;
- სარაკეტო სისტემა - 539;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა - 289;
- თვითმფრინავები - 308;
- ვერტმფრენი - 294;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 402;
- საკრუიზო რაკეტები - 911;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 730;
- გემი/ნავი/კატარღა - 18;
- სპეციალური აღჭურვილობა - 339.
ავტორი: ექსპრესნიუსი,