02:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-22 17:08:40, 1482 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უმთავრეს პრიორიტეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები რჩება

უმთავრეს პრიორიტეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები რჩება,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა "რამშტაინის" შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრით კმაყოფილია.

"ნამდვილად კმაყოფილი ვარ ამ [რამშტაინის] შეხვედრით, რადგან კიდევ ერთხელ გვქონდა შანსი, ჩვენი პარტნიორებისთვის მიგვეწოდებინა ჩვენი მთავარი პრიორიტეტებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საჰაერო თავდაცვის სისტემები. რა თქმა უნდა, გავიმეორეთ ჩვენი მოთხოვნები საბრძოლო თვითმფრინავების შესახებ. განვიხილეთ ჩვენი მზადყოფნა კონტრშეტევისთვისაც",- განაცხადა რეზნიკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 21 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. 

შეხვედრა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატის გამართვამდე შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics