2023-04-21 17:24:05, 1053 ნახვა
სამართალი
სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
21 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო", დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ჰ.ო.-ს, მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში 53340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),