02:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 23:56:51, 1400 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯო ბაიდენს უკრაინის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს

რესპუბლიკელმა სენატორებმა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა მოამზადეს ერთობლივი წერილი, რომლითაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, რომ უკრაინის დახმარება შეწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპული პრავდა" ავრცელებს.

წერილის ხელმომწერები ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ე.წ ტრამპისტები არიან. 

ღია წერილში ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მეორე წელია მიმდინარეობს, მაგრამ დასასრულის პროგნოზირება შეუძლებელია, არსებული ომი კი შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელი სტრატეგია - მუდმივი დახმარება და სანქციები - იწვევს ესკალაციას და ზრდის რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხეს.

„ომის მეორე წელი დაიწყო, მაგრამ დასასრულის პროგნოზირება შეუძლებელია. მარიონეტული ომი რუსეთთან უკრაინაში არ შედის შეერთებული შტატების ინტერესებში და ესკალაციის საფრთხეს ქმნის, რომელიც შეიძლება, უკონტროლო გახდეს“, - ნათქვამია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics