|
2023-04-20 17:46:10, 695 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლავ გრძელდება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით სისტემური ნაბიჯების გადადგმა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, საქართველოში ბირთვული უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა იმ ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2015 წლიდან დღემდე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელდა. „ეს პროგრესი აღიარებულია, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ. ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლავ გრძელდება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით სისტემური ნაბიჯების გადადგმა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ღონისძიებების განხორციელება. პარლამენტში განიხილება ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომელიც შევიმუშავეთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების შესაბამისად და მის მიზანს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული სისტემების გაძლიერება წარმოადგენს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)