|
2023-04-20 15:52:23, 663 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - 2022 წელს, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველად ორი ბიოსფერული რეზერვატი დაარსდა
საქართველოს უნიკალურმა ბიომრავალფეროვნებამ UNESCO-სგან მეორედ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 2021 წელს, საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის: კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკების, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში დამატების შემდეგ, 2022 წელს, UNESCO-მ ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ (დედოფლისწყარო) და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ (თუშეთი) აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა“, "აღსანიშნავია, რომ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არცერთ ტერიტორიას არ ჰქონია. ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით",- განაცხადა შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)