23:01 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 13:54:05, 584 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრი - სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ ლარს აღემატება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგროდაზღვევის პროგრამა უკვე 9 წელია წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება. სერვისი თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირისათვის. 

მევენახე ფერმერები, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 50 %-ის ნაცვლად 70 %-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ, რაც  ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებისათვის მიმზიდველი გახდეს მაღალრისკიან რეგიონებში ვაზის კულტურების დაზღვევა, ხოლო მევენახე ფერმერებისათვის ხელმისაწვდომს გახდის  მოსავლის დაზღვევას.

პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 65,000-ზე მეტ ბენეფიციარს დაზღვეული ჰქონდა 140,000 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ. ლარს აღემატება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics