02:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 09:52:23, 1745 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 21 Shahed-ის დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 21 "შაჰიდის" დრონი ჩამოაგდო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით,  რუსეთმა სულ 26 "შაჰიდის" დრონი ისროლა. ამასთან, უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს 55 შეტევა 5 მიმართულებით.

"გასული 24 საათის განმავლობაში მტერმა 3-ჯერ განახორციელა სარაკეტო და 57-ჯერ საჰაერო დარტყმა, მათ შორის 26 დარტყმა "შაჰედ-136" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით იყო განხორციელებული, რომელთანაგნ 21 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს.

ასევე, რუსმა აგრესორებმა MLRS-დან 69-ჯერ ისროლეს ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე. მშვიდობიანი მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია. მტერი დიდი დანაკარგების ფასად აგრძელებს აგრესიულ ომს. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ლიმანის, ბახმუტის, ავდიევკას, მარინკასა და შახტარშკეს მიმართულებით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის 55-ზე მეტი შეტევა ფრონტის მითითებულ უბნებზე. უმძიმესი ბრძოლები იმართება ბახმუტისა და მარინკასთვის",- აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics