|
2023-04-19 15:21:51, 696 ნახვა
საზოგადოება
მეფუტკრეებს დარგობრივი ტრენინგები ჩაუტარდათ
მეფუტკრეებს დარგობრივი ტრენინგები ჩაუტარდათ. სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, მეფუტკრეობის ტრენინგები სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით მეორედ ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით გამართულ 50-ზე მეტ ტრენინგს 1,000-ზე მეტი მეფუტკრე დაესწრო. "სწავლება საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მიერ შერჩეულმა 17-მა მეფუტკრე ტრენერმა ჩაატარა. ტრენინგები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას საფუტკრეში ჩასატარებელი სეზონური სამუშაოების შესახებ. მეფუტკრეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საფუტკრეების რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის, ასევე, მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების, ფუტკრის დაავადებების იდენტიფიკაციისა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შესახებ", - ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)