|
2023-04-19 12:56:57, 752 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩასართავად, პოლონელი ექიმებისთვის შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩასართავად პოლონელი ექიმებისთვის ნებართვის გაცემას დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი პროცედურის გავლა სჭირდება.. მისი თქმით, პროცესს სრულად მართავს პენიტენციური სისტემა და ის კლინიკა, სადაც სააკაშვილი მკურნალობას გადის. „არის განაცხადი მხოლოდ შემოტანილი, რომელიც ითხოვს აღნიშნული ექიმების გრძელვადიანად, ქვეყანაში მუშაობის უფლების გაცემას. შესაბამისი უფლების გაცემას სჭირდება დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც არც თუ ისე რთულია მოსაძიებლად. სამწუხაროდ, ეს დოკუმენტაცია მას არ ახლდა თან. სრულად პროცესს მართავს პენიტენციური სისტემა და ის კლინიკა სადაც მკურნალობას გადის“,- განაცხადა აზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 16 მარტს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო, თუმცა პოლონელი ექიმებს კლინიკაში შესვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ მიეცათ ამასთან, 20 მარტს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ "არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რამე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)