2023-04-19 11:56:36, 1359 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - რუსული ბირთვული მუქარა არ შეგვაშინებს - უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება
დასავლელი მოკავშირეები, კრემლის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერაზე უარს არ იტყვიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა ალიანსის მე-18 ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძვლების შერყევას ცდილობს.
"ეს არის უპასუხისმგებლო ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა შეაჩერონ, მაგრამ რუსული ბირთვული მუქარა არ შეგვაშინებს, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება",- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,