|
2023-04-19 10:57:54, 703 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით STEM-ის ეროვნული შეჯიბრის ფინალი გაიმართა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიტეტში, მოსწავლეთა შორის STEM-ის ეროვნული შეჯიბრის ფინალი გაიმართა, რომლის მიზანს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. შეჯიბრის პირველ ეტაპზე ჩართული იყო 24 გუნდი, საქართველოს რეგიონების სკოლებიდან, რომელთაც დავალება ჰქონდათ შეემუშავებინათ და წარმოედგინათ ავტომატური წვეთოვანი სარწყავი სისტემით აღჭურვილი ბაღის პროექტი სკოლისთვის, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა სახის მცენარისა და ბოსტნეულის მოყვანა, მთელი წლის განმავლობაში. პროექტი მიზნად ისახავდა STEM-ის ყველა სფეროს ჩართვა: მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა. გარდა ამისა, მონაწილეებს უნდა დაესაბუთებინათ მათი სისტემის ეფექტურობა და მდგრადობა, ასევე მისი გამოყენებით ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კულტურების წარმოების შესაძლებლობა. მიღებული ნამუშევრები სპეციალური ჟიურის მიერ შეფასდა, რომლის წევრებიც STEM-ის ყველა სფეროს წარმომადგენელი ექსპერტები იყვნენ. ფინალურ ტურში, ჟიურის მიერ, 5 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები გაემგზავრებიან CERN-ში (შვეიცარია). STEM-ის ეროვნული შეჯიბრი, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 სკოლის, საქართველოს უნივერსიტეტის და ალექსანდრე ქართველის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)