19:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 10:34:38, 1107 ნახვა

სამართალი
სასამართლომ „ტაბულას“ ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ტაბულა“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტისთვის შედგენილ ოქმში წერია, რომ "ჯიქურაშვილი უმისამართოდ იგინებოდა და ილანძღებოდა, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად კეტავდა გზას, არ ემორჩილებოდა პოლიციას და ხელს უშლიდა სხვა პირების დაკავებაში".

გამოცემის ცნობითვე, შსს-ს თანამშრომელი სასამართლო სხდომაზე ამბობდა, რომ ბექა ჯიქურაშვილის ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ პოლიციის განყოფილებაში გაიგო, თუმცა, დაკავების ვიდეოში ასევე ისმის, რომ ჯიქურაშვილი სწორედ მოწმე სამართალდამცველს ეუბნება, რომ ჟურნალისტია - ის დაკავებულს პოლიციის მანქანაში გვერდით ეჯდა.

შეგახსენებთ, რომ „პუბლიკას“ დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი 2 მარტს პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

ამასთან, გუშინ 18 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics